უცხო ადამიანებთან საუბარი პოზიტივი აგავსებთ monkey.ge
547

უცხო ადამიანებთან საუბარი პოზიტივი აგავსებთ

ბედნიერების პოვნა ყველას სურს, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ რეალურად არავინ იცის, როგორ იპოვოს ის, ზუსტად როგორ მოიქცეს იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნოს, მაგრამ მადლობა მეცნიერებს, რომლებმაც იპოვეს პასუხი კითხვაზე, თუ როგორ უნდა იპოვოთ ნამდვილი ბედნიერება.მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ქუჩაში, კაფეში, ან ნებისმიერ სხვა ადგილას შეგიძლიათ უცნობს გამოელაპარაკოთ, ეს გაგაბედნიერებთ, ხოლო თუ უცნობს თქვენი ცხოვრების პირად დეტალებსაც მოუყვებით, თავს სამყაროში ყველაზე ბედნიერ ადამიანად იგრძნობთ.მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ყოველ დღე მიიჩქარის სამსახურში, სკოლაში, უნივერსიტეტში და გადაადგილების საშუალებად საზოგადოებრივ ტრანსპორტს იყენებენ. როგორი ინდიფერენტულებიც უნდა იყოთ უცხო ადამიანების მიმართ, გამორიცხულია, რომ მთელი ცხოვრება ისე გაატაროთ, შეუმჩნევლად დატოვოთ თქვენ გვერდი , თუ წინ მჯდომი ადამიანი.ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ ადამიანებს უცნობებთან საუბარი პოზიტიურ განწყობაზე აყენებს, სასიამოვნო ვიბრაციებით ავსებს და ბედნიერებას განაპირობებს. კვლევაში ჩართულმა ადამიანებმა აღნიშნეს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში უცნობთან საუბრის შემდეგ ისინი უფრო პროდუქტიულები იყვნენ.ასევე, ამავე ექსპერიმენტის თანახმად, ადამიანი, რომელიც ტრანსპორტში გარშემომყოფებს უგულებელყოფს და ზედაც არავის უყურებს, უმეტესწილად, კარჩაკეტილი მარტოსულია და თავს ბედნიერად არ მიიჩნევს.

კომენტარები

კომენტარის დასაწერად შეუერთდით საიტს >>რეგ.
00
🐵🙈🙉🙊🐒👍არ არის კომენტარი


1633 ნახვა

goglika19

21

გამოწერა

ricky1206

19

გამოწერა

mar123

19

გამოწერა

LaDispute

24

გამოწერა

sf-x

18

გამოწერა

Franco

19

გამოწერა

GiOoo

19

გამოწერა

qnmhkwoo

24

გამოწერა

კინო სიახლე

+13
°
C
H: +13°
L: +
Tbilisi
Thursday, 21 February
See 7-Day Forecast
Fri Sat Sun Mon Tue Wed
+ + +10° + + +
-3° -4° -5° -7° -8° -6°
Tweets by PUBG