სამი ბიჭის დედის წერილი მომავალ რძალს monkey.ge
546

სამი ბიჭის დედის წერილი მომავალ რძალს

რძლებისა და დედამთილების ურთიერთობა, ხშირ შემთხვევაში, მარტივი არ არის. გარშემომყოფთაგან ხშირად ვისმენთ მძიმე ისტორიებს რძალ-დედამთილის ურთიერთობის შესახებ, შესაძლოა, პირადადაც გაქვთ უსიამოვნო გამოცდილება. ამასთანავე, არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ფანტასტიკურად უგებენ ერთმანეთს.ბლოგერი რეიჩელ ბოლეი სამი პატარა ბიჭის დედაა, რომელმაც თავისი მომავალი რძლებისადმი მიძღვნილი წერილი გამოაქვეყნა. წერილი სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელდა და საზოგადოების დიდი ნაწილის აღფრთოვანება დაიმსახურა. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ წერილს ვერც თქვენ წაიკითხავთ გულგრილად.„ვიღაცამ მკითხა, როგორი წარმომიდგენია ოცნებაში ჩემი ზრდასრული ბიჭები და ამაზე ყოველ დღე ვფიქრობ. მაშინაც კი, როცა ამ პატარებს ვუყურებ, არ ვექცევი მათ როგორც პატარებს. მე არ ვზრდი ბავშვებს, მე კაცებს ვზრდი, კაცებს, რომლებიც, იმედი მაქვს, ერთ დღე მამები და ქმრები გახდებიან. ახლა ჩემი, როგორც დედის, ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა გავზარდო შვილები, რომლებსაც ექნებათ საჭირო უნარები რათა საკუთარი ადგილი იპოვონ ამ სამყაროში . მათთან ერთად გატარებული ყოველი დღე საჩუქარია და მე ვიცი ჩემი პასუხისმგებლობა.ჩემო მომავალო რძალო (რძლებო) ცოტა რამ მაქვს შენთვის სათქმელი. ჯერ არ გიცნობ, მაგრამ უკვე მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ, რადგანაც ერთ დღეს შენ ჩემს შვილს შეიყვარებ და მასაც ეყვარები. დადგება დღე, როცა ეს სულელი, უწესრიგო პატარა ბიჭი შენი გახდება. ის ყოველთვის ჩემი შვილი იქნება, მაგრამ შენ ჩემ ადგილს დაიკავებ ბევრი თვალსაზრისით. ერთ დღეს შენი ხელი ჩემსას ჩაანაცვლებს. შენი თვალები იქნება მისი სიმშვიდე და შენი გული მისი სახლი შენ იქნები ის ქალი, ვისაც დაძინებამდე აკოცებს. ის, ვისაც ოცნებებს გაუზიარებს. ის, ვისთანაც სიმშვიდეს იპოვნის. ის, ვისაც თავის გულს მისცემს. იმ გულს, რომელიც ახლა ჩემ გულთან ერთად ფეთქავს.ახლა შენ ყველაფერი ხარ შენი მშობლებისთვის, ისევე, როგორც ჩემი ვაჟებია ჩემთვის მთელი სამყარო. იმედი მაქვს, გასწავლიან, რომ პირველ რიგში, საკუთარი თავი შეიყვარო, რადგანაც ამის გარეშე ვერავინ შეძლებს სხვის შეყვარებას, მინდა გასწავლიდნენ, რომ ნამდვილი საჩუქარი ხარ.ვასწავლი ჩემს შვილს (შვილებს) პატივისცემას, მაგრამ ის ინდივიდია და შეიძლება ჰქონდეს ისეთი თვისებები, რომელიც არ მოგეწონება. მიუხედავად აღზრდის ჩემი მეთოდებისა, მას საკუთარი შეხედულებები, დამოკიდებულებები და პრინციპები ექნება და ერთ დღეს სწორედ შენ იქნები ის ქალი, ვისაც ყველაზე უკეთ ეცოდინება ჩემი შვილის რეალური სახე. მიეცი მას უფლება იყოს ისეთი, როგორიც სინამდვილეშია, მიეცი მას პირადი სივრცე და ასწავლე, რომ თავადაც ასე მოიქცეს შენ მიმართ.მინდა, რომ ჩემი შვილი ყოველ დღე უფრო მეტად გიყვარდეს, გიყვარდეს ის ყველანაირ სიტუაციაში, მოწესრიგებულიც და მოუწესრიგებელიც, დაღვრემილიც და მხიარულიც და მინდა, რომ მასაც ზუსტად ასე, ნებისმიერ სიტუაციაში მოსწონდე და უყვარდე. მინდა, რომ ერთმანეთის ძლიერი საყრდენი იყოთ, იცოდეთ, რომ ამ ცხოვრებაში საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია.ჩვენს შეხვედრამდე ჯერ ბევრი წელია, მაგრამ მე უკვე მიყვარხარ და როცა პირველად შევხვდებით, კიდევ უფრო მეტად შეგიყვარებ, იმიტომ რომ შენ ჩემი შვილი გეყვარება და შენ ჩემი ქალიშვილი გახდები.

კომენტარები

კომენტარის დასაწერად შეუერთდით საიტს >>რეგ.
00
🐵🙈🙉🙊🐒👍არ არის კომენტარი


173 ნახვა

goglika19

21

გამოწერა

ricky1206

19

გამოწერა

mar123

19

გამოწერა

LaDispute

24

გამოწერა

sf-x

18

გამოწერა

Franco

19

გამოწერა

GiOoo

19

გამოწერა

კინო სიახლე

+13
°
C
H: +13°
L: +
Tbilisi
Thursday, 21 February
See 7-Day Forecast
Fri Sat Sun Mon Tue Wed
+ + +10° + + +
-3° -4° -5° -7° -8° -6°
Tweets by PUBG