წარმატების რამდენიმე ხრიკი monkey.ge
541

წარმატების რამდენიმე ხრიკი

მზერის კონტაქტის ცოტათი უფრო დიდხანს გახანგრძლივება, ვიდრე ეს ბუნებრივია ადამიანების უმეტესობისთვის, მაშინვე ზრდის თქვენს შარმს. ამ მეთოდის გამოყენებისას მიზნად დაისახეთ განსაზღვროთ, რა ფერის თვალები აქვს ადამიანს, რომელსაც პირველად ხვდებით. ზედმეტი ორი ან სამი წამი, რომლებსაც ამაზე დახარჯავთ, უფრო მიმზიდველს გაგხდით.აპირებთ გააკეთოთ ისეთი რამ, რაც გაიძულებთ დაიძაბოთ და ინერვიულოთ? - დაღეჭეთ საღეჭი რეზინი. ღეჭვისას, თქვენ ატყუებთ ტვინს და აიძულებთ იფიქროს, რომ კომფორტულად გრძნობთ თავს. იმის მაგივრად, რომ ინერვიულოთ და პანიკაში ჩავარდეთ, თქვენი ტვინი აკეთებს დასკვნას, რომ რადგან კიდევ რაღაცას აკეთებთ (ღეჭავთ საღეჭი რეზინს), არ უნდა იყოთ გაღიზიანებული და ძალიან არ უნდა ინერვიულოთ - ასე რომ ყოფილიყო, არ დაღეჭავდით საღეჭ რეზინს.თურმე ფსიქოლოგიურად უფრო ადვილია ამოაფრქვიო საკუთარი რისხვა ვინმეზე, ვინც ფიზიკურად ცოტა შორს დგას თქვენგან. და პირიქით, უხერხულია ყვირილი ადამიანისთვის, რომელიც ზის გვერდით. ასე რომ, თუ ამჩნევთ, რომ თქვენი უფროსი (ან პარტნიორი) გაბრაზებულია, საკუთარ თავზე აიღეთ სიტუაციაზე კონტროლი და დაჯექით მის გვერდით. თქვენი სიახლოვე დაეხმარება მას თავი შეიკავოს ნეგატიური ემოციებისგან.ვის სიამოვნებს ნამდვილად თქვენთან საუბარი და ვინ ეძებს საბაბს, რომ წავიდეს? იმისათვის რომ გაიგოთ ეს, საკმარისია შეხედოთ მის ფეხებს. თუ მისი ფეხსაცმლის ცხვირები პირდაპირ თქვენ გიყურებენ, ეს ნიშნავს რომ ადამიანი გულწრფელად არის გატაცებული თქვენთან საუბრით. თუ ფეხსაცმლის ცხვირები მიმართულია გვერდზე, ესე იგი მოსაუბრე ფიქრებით სხვაგან არის.ეს მეთოდი მიაწერეს ბენ ფრანკლინს, რომელმაც შეამჩნია, რომ როცა ვინმეს რამეს უთმობთ, ეს ადამიანი უფრო მეტად იწყებს თქვენს მოწონებას, ვიდრე ადრე. რატომ? ჩვენ ტვინს არ მოსწონს კოგნიტიური დისონანსი და მთელი ძალებით თავს არიდებს სიტუაციებს, რომლებშიც ჩვენი რწმენა და საქციელი არ ემთხვევა ერთმანეთს.ქარიზმა - ეს არ არის იდუმალი ნიჭი. ყველაფერი, რაც გჭირდებათ რომ გააკეთოთ, რათა გახდეთ უფრო მიმზიდველი, - უნდა დაუსვათ მოსაუბრეს მეტი კითხვა. ამას ამტკიცებენ უამრავი გამოკვლევები!

კომენტარები

კომენტარის დასაწერად შეუერთდით საიტს >>რეგ.
00
🐵🙈🙉🙊🐒👍არ არის კომენტარი


2063 ნახვა

goglika19

21

გამოწერა

ricky1206

19

გამოწერა

mar123

19

გამოწერა

LaDispute

24

გამოწერა

sf-x

18

გამოწერა

Franco

19

გამოწერა

GiOoo

19

გამოწერა

qnmhkwoo

24

გამოწერა

კინო სიახლე

+13
°
C
H: +13°
L: +
Tbilisi
Thursday, 21 February
See 7-Day Forecast
Fri Sat Sun Mon Tue Wed
+ + +10° + + +
-3° -4° -5° -7° -8° -6°
Tweets by PUBG