რატომ ძალადობენ მოზარდები? monkey.ge
538

რატომ ძალადობენ მოზარდები?

მოზარდებს შორის ძალადობაზე დისკუსიისას იშვიათად განიხილავენ იმ საზოგადოების სიჯანსაღეს, რომელშიც ეს ახალგაზრდები იზრდებიან. არადა, საზოგადოების ჯანსაღი მიდგომები სხვადასხვა საკითხებისადი და თუნდაც, ამ შემთხვევაში ძალადობისადმი არის უმთავრესი რამ, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს, თუ მოზარდებში ძალადობის პრევენცია გვსურს.ჯანსაღი საზოგადოება ქმნის ჯანსაღ გარემოს, სადაც საერთოდ ძალადობის და მათ შორის, მოზარდებს შორის ძალადობის შემთხვევები მინიმუმამდეა დასული.ძალადობა შეიძლება გამოხატული იყოს ბულინგით, ხელჩართული ჩხუბით, ცივი იარაღის გამოყენებით, აგრესიით ელექტრონულ სივრცეში, ჯგუფური თავდასხმით.სკოლაში ძალადობის აღკვეთა სავსებით შესაძლებელია. კვლევა აჩვენებს, რომ პრევენცია შესაძლებელია პედაგოგების, სკოლის ადმინისტრაციის, მშობლების და ასევე სხვა მოსწავლეების ჩართულობის და ერთობლივი ძალისხმევის შედეგად.სკოლაში ძალადობის აღმოსაფხვრელად საჭიროა თითოეულმა სკოლამ შეიმუშავოს ძალადობასთან ბრძოლის უნიკალური სტრატეგია, რომელიც მორგებული იქნება ამ სკოლის მოსწავლეებზე და გარემოზე, რომელიც სკოლაშია.პრევენციული მეთოდები, საბოლოო ჯამში, ამცირებს ახალგაზრდებს შორის კონფლიქტის წარმოშოშობის რისკის ფაქტორებს და ხელს უწყობს, დადებითი გავლენა მოახდინოს მოზარდებზე.თითოეულ სკოლას უნდა ჰქონდეს შემუშავებული ძალადობასთან ბრძოლის და მისი პრევენციის პროგრამა და სკოლის თითოეული თანამშრომლისთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ძალადობის პრევენცია და მისი არსებობის რისკის შემცირება უნდა იყოს.კოლამ უნდა იმუშაოს ბავშვებთან აგრესიის დასამარცხებლად. კონცენტრირება უნდა მოახდინოს ბავშვებში ემოციური კონტროლის სწავლაზე, პოზიტიურ სოციალურ აქტივობებზე, ბავშვებთან ერთად უნდა ეძებოს სხვადასხვა სოციალური პრობლემების გადაჭრის გზები, კონფლიქტების აღმოფხვრის გზები. ფსიქოლოგების რჩევით, ახალგაზრდების ჩართულობა სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში მნიშვნელოვნად ამცირებს ძალადობის რისკს.პოზიტიური ურთიერთობა მოსწავლეებს, პეგადოგებს და ოჯახის წევრებს შორის და ამავდროულად, თანატოლების ოჯახის წევრებს შორის უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდებს შორის ძალადობის აღმოსაფხვრელად. კვლევა აჩვენებს, რომ ასეთი ურთიერთობების გაღრმავება ძალადობასთან ბრძოლის კუთხით საოცრად ეფექტურია.

კომენტარები

კომენტარის დასაწერად შეუერთდით საიტს >>რეგ.
00
🐵🙈🙉🙊🐒👍არ არის კომენტარი


1513 ნახვა

goglika19

21

გამოწერა

ricky1206

19

გამოწერა

mar123

19

გამოწერა

LaDispute

24

გამოწერა

sf-x

18

გამოწერა

Franco

19

გამოწერა

GiOoo

19

გამოწერა

qnmhkwoo

24

გამოწერა

კინო სიახლე

+13
°
C
H: +13°
L: +
Tbilisi
Thursday, 21 February
See 7-Day Forecast
Fri Sat Sun Mon Tue Wed
+ + +10° + + +
-3° -4° -5° -7° -8° -6°
Tweets by PUBG