mar123... უცხო ადამიანებთან საუბარი პოზიტივი აგავსებთ ბედნიერების პოვნა ყველას სურს, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ რეალურად არავინ იცის, როგორ იპოვოს ის, ზუსტად როგორ მოიქცეს იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნოს, მაგრამ მადლობა მეცნიერებს, რომლებმაც იპოვეს პასუხი კითხვაზე, თუ როგორ უნდა იპოვოთ ნამდვილი ბედნიერება.მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ქუჩაში, კაფეში, ან ნებისმიერ სხვა ადგილას შეგიძლიათ უცნობს გამოელაპარაკოთ, ეს გაგაბედნიერებთ, ხოლო თუ უცნობს თქვენი ცხოვრების პირად დეტალებსაც მოუყვებით, თავს სამყაროში ყველაზე ბედნიერ ადამიანად იგრძნობთ.მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ყოველ დღე მიიჩქარის სამსახურში, სკოლაში, უნივერსიტეტში და გადაადგილების საშუალებად საზოგადოებრივ ტრანსპორტს იყენებენ. როგორი ინდიფერენტულებიც უნდა იყოთ უცხო ადამიანების მიმართ, გამორიცხულია, რომ მთელი ცხოვრება ისე გაატაროთ, შეუმჩნევლად დატოვოთ თქვენ გვერდი , თუ წინ მჯდომი ადამიანი.ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ ადამიანებს უცნობებთან საუბარი პოზიტიურ განწყობაზე აყენებს, სასიამოვნო ვიბრაციებით ავსებს და ბედნიერებას განაპირობებს. კვლევაში ჩართულმა ადამიანებმა აღნიშნეს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში უცნობთან საუბრის შემდეგ ისინი უფრო პროდუქტიულები იყვნენ.ასევე, ამავე ექსპერიმენტის თანახმად, ადამიანი, რომელიც ტრანსპორტში გარშემომყოფებს უგულებელყოფს და ზედაც არავის უყურებს, უმეტესწილად, კარჩაკეტილი მარტოსულია და თავს ბედნიერად არ მიიჩნევს.
GET mar123... სამი ბიჭის დედის წერილი მომავალ რძალს რძლებისა და დედამთილების ურთიერთობა, ხშირ შემთხვევაში, მარტივი არ არის. გარშემომყოფთაგან ხშირად ვისმენთ მძიმე ისტორიებს რძალ-დედამთილის ურთიერთობის შესახებ, შესაძლოა, პირადადაც გაქვთ უსიამოვნო გამოცდილება. ამასთანავე, არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ფანტასტიკურად უგებენ ერთმანეთს.ბლოგერი რეიჩელ ბოლეი სამი პატარა ბიჭის დედაა, რომელმაც თავისი მომავალი რძლებისადმი მიძღვნილი წერილი გამოაქვეყნა. წერილი სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელდა და საზოგადოების დიდი ნაწილის აღფრთოვანება დაიმსახურა. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ წერილს ვერც თქვენ წაიკითხავთ გულგრილად.„ვიღაცამ მკითხა, როგორი წარმომიდგენია ოცნებაში ჩემი ზრდასრული ბიჭები და ამაზე ყოველ დღე ვფიქრობ.
მაშინაც კი, როცა ამ პატარებს ვუყურებ, არ ვექცევი მათ როგორც პატარებს. მე არ ვზრდი ბავშვებს, მე კაცებს ვზრდი, კაცებს, რომლებიც, იმედი მაქვს, ერთ დღე მამები და ქმრები გახდებიან. ახლა ჩემი, როგორც დედის, ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა გავზარდო შვილები, რომლებსაც ექნებათ საჭირო უნარები რათა საკუთარი ადგილი იპოვონ ამ სამყაროში . მათთან ერთად გატარებული ყოველი დღე საჩუქარია და მე ვიცი ჩემი პასუხისმგებლობა.ჩემო მომავალო რძალო (რძლებო) ცოტა რამ მაქვს შენთვის სათქმელი.
ჯერ არ გიცნობ, მაგრამ უკვე მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ, რადგანაც ერთ დღეს შენ ჩემს შვილს შეიყვარებ და მასაც ეყვარები.
დადგება დღე, როცა ეს სულელი, უწესრიგო პატარა ბიჭი შენი გახდება. ის ყოველთვის ჩემი შვილი იქნება, მაგრამ შენ ჩემ ადგილს დაიკავებ ბევრი თვალსაზრისით.
ერთ დღეს შენი ხელი ჩემსას ჩაანაცვლებს. შენი თვალები იქნება მისი სიმშვიდე და შენი გული მისი სახლი
შენ იქნები ის ქალი, ვისაც დაძინებამდე აკოცებს.
ის, ვისაც ოცნებებს გაუზიარებს.
ის, ვისთანაც სიმშვიდეს იპოვნის.
ის, ვისაც თავის გულს მისცემს. იმ გულს, რომელიც ახლა ჩემ გულთან ერთად ფეთქავს.ახლა შენ ყველაფერი ხარ შენი მშობლებისთვის, ისევე, როგორც ჩემი ვაჟებია ჩემთვის მთელი სამყარო. იმედი მაქვს, გასწავლიან, რომ პირველ რიგში, საკუთარი თავი შეიყვარო, რადგანაც ამის გარეშე ვერავინ შეძლებს სხვის შეყვარებას, მინდა გასწავლიდნენ, რომ ნამდვილი საჩუქარი ხარ.ვასწავლი ჩემს შვილს (შვილებს) პატივისცემას, მაგრამ ის ინდივიდია და შეიძლება ჰქონდეს ისეთი თვისებები, რომელიც არ მოგეწონება. მიუხედავად აღზრდის ჩემი მეთოდებისა, მას საკუთარი შეხედულებები, დამოკიდებულებები და პრინციპები ექნება და ერთ დღეს სწორედ შენ იქნები ის ქალი, ვისაც ყველაზე უკეთ ეცოდინება ჩემი შვილის რეალური სახე. მიეცი მას უფლება იყოს ისეთი, როგორიც სინამდვილეშია, მიეცი მას პირადი სივრცე და ასწავლე, რომ თავადაც ასე მოიქცეს შენ მიმართ.მინდა, რომ ჩემი შვილი ყოველ დღე უფრო მეტად გიყვარდეს, გიყვარდეს ის ყველანაირ სიტუაციაში, მოწესრიგებულიც და მოუწესრიგებელიც, დაღვრემილიც და მხიარულიც და მინდა, რომ მასაც ზუსტად ასე, ნებისმიერ სიტუაციაში მოსწონდე და უყვარდე. მინდა, რომ ერთმანეთის ძლიერი საყრდენი იყოთ, იცოდეთ, რომ ამ ცხოვრებაში საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია.ჩვენს შეხვედრამდე ჯერ ბევრი წელია, მაგრამ მე უკვე მიყვარხარ და როცა პირველად შევხვდებით, კიდევ უფრო მეტად შეგიყვარებ, იმიტომ რომ შენ ჩემი შვილი გეყვარება და შენ ჩემი ქალიშვილი გახდები.
GET mar123... წიგნები რომელიც ცხოვრების ხალიისს დაგიბრუნებთ როცა ცუდ ხასიათზე ხართ, როცა გგონიათ, რომ ცხოვრებამ აზრი დაკარგა, როცა თვლით, რომ ყველაფრით დაიღალეთ ვერც საყვარელი გადაცემა, სერიალი და გემრიელი საჭმელი დაგეხმარებათ. ასეთ დროს წიგნები განსაკუთრებული მეგობრები არიან და სწორად შერჩეულ წიგნს ადამიანის გადარჩენა, მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემისგან დახსნა შეუძლია. „ფორთოხლის გოგონა“ - იუსტაინ გორდერი
„ჩაის სახლი მალბურის ქუჩაზე“ - შერონ ოუნსი „თაფლობის თვე პარიზში“ - ჯოჯო მოიესი
„ჯეინ ოსტინის მკითხველთა კლუბი“ - კარენ ჯოი ფაულერი
„ღამის ცირკი“ - ერინ მორგენშტერნი
„შენ გამოიგონე“ - ფრანჩესკა ზაპია
„ქაღალდის ქალაქები“ - ჯონ გრინი
„სინდერი: მთვარის ქრონიკა“ - მარისა მეიერი
„პუანტები“ - ნოელ სტრიფილდი
„პატარა ქალი“ - ლუიზა მეი ალკოტი
GET mar123... გემრიელი კოქტეილები ზაფხულისთვის ხილის სეზონი მოდის, ამასთანავე საზღვაო სეზონისთვის ფორმაში ჩადგომა ყველას გვინდა, ამიტომ გთავაზობ ძალიან სასარგებლო და მარტივი მოქტეილების (smoothie) რეცეპტებს.კიდევ ერთი იდეა: შეგიძლია საზაფხულო წვეულებაზე მეგობრებთან თავი შენ მიერ მომზადებული ამ ჯანსაღი და ვიტამინებით მდიდარი მოქტეილებით მოიწონო.ამ უგემრიელესი მოქტეილის სასარგებლო თვისებების ჩამოთვლა ძალიან დიდ დროს წაიღებს, ამიტომ უბრალოდ, დამიჯერე, თუ მის მომზადებას ისწავლი, ეს მოქტეილი შენი ცხელი ზაფხულის იდეალურ საუნდტრეკად გადაიქცევა.
დაგჭირდება:
½ ნესვი
1 ვაშლი
მოზრდილი სტაფილო
ლაიმი
თავდაპირველად ბლენდერში ათავსებ დასტამბოს (Cantaloupe), შემდეგ უმატებ ვაშლის წვენს და ბოლოს სტაფილო-ლაიმის წვენის ნაზავს. კარგად ათქვიფე, სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება. დამატებითი სითხე არაა აუცილებელი, თუმცა თუ ნაკლებად კონცენტრირებული ნაზავი მოგწონს, შეგიძლია ცოტა წყალი დაამატო.მარწყვი, ბანანი და შვრია
დაგჭირდება:
დამბალი ½ ჭიქა დამუშავებული შვრია (საუზმის შვრია)
¾ ნუშის ან ქოქოსის გაგრილებული რძე
მოზრდილი ბანანი და მარწყვი.
ათქვიფე ბანანი და მარწყვი, დაამატე რძე და ეს მასა დაასხი შვრიას. შეგიძლია მორთო ატმის ან მანგოს ნაჭრებით.
ასეთი მოქტეილის შემდეგ მთელი დღე ბედნიერი და დანაყრებული იქნები.
GET mar123... რჩევები სახის მოვლისთვის აუცილებლად მოიშორეთ მაკიაჟი დაწოლის წინ რადგან ,
ეს ყველაზე დიდი დანაშაულია, რაც შეიძლება სახის კანის მიმართ ჩაიდინო. მართალია, დამღლელი დღის ბოლოს ლოგინი ძალზედ მიმზიდველად გამოიყურება, მაგრამ არ შეცდეთ. მაკიაჟი ფორებს ავსებს და არ აძლევს სუნთქვის საშუალებას. გარდა ამისა, უიმისოდაც, დღის მანძილზე უამრავი ბაქტერია ეკრობა კანს. ამიტომ, ნუ დაგეზარებათ სახის ჩამობანა. თუ სააბაზანო, მაინც და მაინც, “შორს” გეჩვენებათ, ლოგინის ახლოს მაკიაჟის მოსაცილებელი და მცირეოდენი ბამბის ქულა მაინც იქონიეთ.ასევე კვირაში ერთხელ აუცილებლად გარეცხეთ მაკიაჟის ფუნჯები და ის ღრუბლები რასაც სახეზე ხმარობთ ,რადგან მას ბაქტერიები ეკრობა და აუცილებლად უნდა მოვაცილოთ რომ არდაგვიზიანოს სახე.არასოდეს გამოიყენოთ ვადაგასული კოსმეტიკა ეს თქვენს სახეს დააზიანებს .დააკვირდით ვადებს რომელიც კოსმეტიკას აქვს მითითებული.
GET mar123... წყლის მნიშვნელობა ორგანიზმისთვის
თავის მოვლა
რატომ უნდა ვსვათ წყალი? წყალი და მისი სასარგებლო თვისებები
სალლო.მე სალლო.მე, Sep 10, 2015 14 2 min read 4812
რატომ უნდა ვსვათ წყალი? წყალი და მისი სასარგებლო თვისებები
ადამიანის სხეულის 55-86% წყალია. ცხადია, რაოდენ მნიშვნელოვანია წყალი ადამიანის სიცოცხლისთვის. წყლის გარეშე ადამიანი ერთ კვირასაც ვერ გაძლებს. სხეულის მიერ წყლის მინიმალური ყოველდღიური მოთხოვნა 1700მლ-ია – დაახლოებით, 2 ლიტრამდე ან 8 ჭიქა წყალი, როგორც ამას ხშირად გვირჩევენ დიეტოლოგები, კოსმეტოლოგები, ექიმები.
წლის ცხელ დროს გაცილებით მეტ სითხეს ვკარგავთ და შესაბამისად წყლის რაოდენობაც უნდა გაიზარდოს და რადგან ამასთანავე, ოფლის გამოყოფის გამო, იკარგება დიდი რაოდენობით ნატრიუმის მარილი, უმჯობესია სითხის ნაკლებობა მინერალური წყლით შევავსოთ.თუ დღის განმავლობაში მეტ წყალს მიიღებ უფრო ენერგიული, ამტანი გახდები ასევე გაგიმარტივდება წონის კონტროლი.წყლის ნაკლებობა კანის სიმშრალეს იწვევს ასე რომ ლამაზი კანისთვის წყალი აუცილებელია.სასურველია დილით უზმოზე 2 ჭიქა წყლის მიღება.
GET mar123... წარმატების რამდენიმე ხრიკი მზერის კონტაქტის ცოტათი უფრო დიდხანს გახანგრძლივება, ვიდრე ეს ბუნებრივია ადამიანების უმეტესობისთვის, მაშინვე ზრდის თქვენს შარმს. ამ მეთოდის გამოყენებისას მიზნად დაისახეთ განსაზღვროთ, რა ფერის თვალები აქვს ადამიანს, რომელსაც პირველად ხვდებით. ზედმეტი ორი ან სამი წამი, რომლებსაც ამაზე დახარჯავთ, უფრო მიმზიდველს გაგხდით.აპირებთ გააკეთოთ ისეთი რამ, რაც გაიძულებთ დაიძაბოთ და ინერვიულოთ? - დაღეჭეთ საღეჭი რეზინი. ღეჭვისას, თქვენ ატყუებთ ტვინს და აიძულებთ იფიქროს, რომ კომფორტულად გრძნობთ თავს. იმის მაგივრად, რომ ინერვიულოთ და პანიკაში ჩავარდეთ, თქვენი ტვინი აკეთებს დასკვნას, რომ რადგან კიდევ რაღაცას აკეთებთ (ღეჭავთ საღეჭი რეზინს), არ უნდა იყოთ გაღიზიანებული და ძალიან არ უნდა ინერვიულოთ - ასე რომ ყოფილიყო, არ დაღეჭავდით საღეჭ რეზინს.თურმე ფსიქოლოგიურად უფრო ადვილია ამოაფრქვიო საკუთარი რისხვა ვინმეზე, ვინც ფიზიკურად ცოტა შორს დგას თქვენგან. და პირიქით, უხერხულია ყვირილი ადამიანისთვის, რომელიც ზის გვერდით. ასე რომ, თუ ამჩნევთ, რომ თქვენი უფროსი (ან პარტნიორი) გაბრაზებულია, საკუთარ თავზე აიღეთ სიტუაციაზე კონტროლი და დაჯექით მის გვერდით. თქვენი სიახლოვე დაეხმარება მას თავი შეიკავოს ნეგატიური ემოციებისგან.ვის სიამოვნებს ნამდვილად თქვენთან საუბარი და ვინ ეძებს საბაბს, რომ წავიდეს? იმისათვის რომ გაიგოთ ეს, საკმარისია შეხედოთ მის ფეხებს. თუ მისი ფეხსაცმლის ცხვირები პირდაპირ თქვენ გიყურებენ, ეს ნიშნავს რომ ადამიანი გულწრფელად არის გატაცებული თქვენთან საუბრით. თუ ფეხსაცმლის ცხვირები მიმართულია გვერდზე, ესე იგი მოსაუბრე ფიქრებით სხვაგან არის.ეს მეთოდი მიაწერეს ბენ ფრანკლინს, რომელმაც შეამჩნია, რომ როცა ვინმეს რამეს უთმობთ, ეს ადამიანი უფრო მეტად იწყებს თქვენს მოწონებას, ვიდრე ადრე. რატომ? ჩვენ ტვინს არ მოსწონს კოგნიტიური დისონანსი და მთელი ძალებით თავს არიდებს სიტუაციებს, რომლებშიც ჩვენი რწმენა და საქციელი არ ემთხვევა ერთმანეთს.ქარიზმა - ეს არ არის იდუმალი ნიჭი. ყველაფერი, რაც გჭირდებათ რომ გააკეთოთ, რათა გახდეთ უფრო მიმზიდველი, - უნდა დაუსვათ მოსაუბრეს მეტი კითხვა. ამას ამტკიცებენ უამრავი გამოკვლევები!
GET mar123... ფისომოყვარულები ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობრად მიიჩნევა, მაგრამ რისი თქმა შეგვიძლია კატების შესახებ? კვლევის თანახმად, კატის მიხედვით მისი მფლობელის შესახებ ბევრი საინტერესო ფაქტის გაგებაა შესაძლებელი.გარდა იმისა, რომ კატებს აქვთ შესანიშნავი უნარი ადამიანს დაეხმარონ სტრესის დაძლევაში, სირთულეებიდან გამოსავლის პოვნაში, ასევე მათი საშუალებით მფლობელის პიროვნული მახასიათებლების შესახებაც შეგვიძლია ბევრის გაგება.ადამიანები, როგორც წესი, არჩევანს აკეთებენ იმ ცხოველებზე, რომლებიც მათი ცხოვრების სტილსა და ჩვევებს შეესაბამებიან.იდეა იმისა, რომ ერთმანეთისთვის ძაღლები და მათი მფლობელები შეედარებინა, პირველად ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორს, სამუელ გოსლინგს გაუჩნდა. თუმცა მაშინ საუბარი იყო მხოლოდ ძაღლებსა და მათ მფლობელებზე, კვლევა არ ითვალისწინებდა კატებს.შემდეგ კეროლის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ანდრეა გოასტელომ, გადაწყვიტა კვლევის ჩატარება, რომელიც მიეძღვნა კატებისა და ძაღლების მათ პატრონებთან შედარებას. კვლევის მთავარი იდეა იყო იმის გაგება, თუ რა კავშირია ადამიანურ მახასიათებლებსა და მათ ცხოველებს შორის.კვლევაში დაახლოებით 600 სტუდენტი იყო ჩართული და სპეციალისტები ყოველივეს 16 ფსიქოლოგიური ფაქტორის მიხედვით იკვლევდნენ. ამ ფაქტორებს შორის იყო ემოციური სტაბილურობა, დომინაციის სურვილი, სითბოს გამოხატვის სურვილი სხვებისადმი და ა.შ. შედეგად კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებსაც ძაღლები უყვართ, არიან უფრო კომუნიკაბელურები, ხოლო ფისოსმოყვარულები უფრო მგრძნობიარე და შემოქმედებითები.ალბათ, ყველაზე საინტერესო რამ, რაც კვლევამ აჩვენა, არის ის, რომ კატების მოყვარულები ძაღლების მოყვარულებზე უფრო ჭკვიანები და ინტელექტუალები არიან.თუმცა ყველაფრის მიუხედავად, არ აქვს მნიშვნელობა ფისოსმოყვარული ხართ, ძაღლები გიყვართ, თუ სახლში თევზების დიდი აკვარიუმი გაქვთ, ეს ცხოველებთან თქვენს დიდ კავშირზე მიუთითებს და ადამიანი, რომელსაც ცხოველები უყვარს ყოველთვის სანდო და საიმედოა. მას შეუძლია რთულ მომენტში გვერდით დაგიდგეთ და დახმარების ხელი გამოგიწოდოთ.
GET mar123... ზაფხულის მოდა ზაფხული ახლოსაა და გაინტერსებთ, როგორი სამოსი იქნება ყველაზე ტრენდული? ვწუხვართ ჯინსებისა და შორტების მოყვარულებო - ცოტა ხნით ამ სამოსის დავიწყება მოგიწვეთ, რადგანაც მოდაში „დედიკოს კაბები“ ბრუნდება. სტილი 90-იანი წლების მოდითაა ინსპირირებული.ეს არის გრძელი და სწორი კაბები, რომლებსაც ვფიქრობთ, აუცილებლად იპოვნით დედიკოს გარდერობში. გრძელი ,სრული სარაფნები თქვენს ვიზუალს უფრო ლამაზს გახდის თან ისინი საკმაოდ მოხერხებული და კომფორტულია ზაფხულის ცხელ დღეებში.აარჩიეეთ ფერადი ,მოხატული, ღია ფერის სარაფნები რადგან ზაფხული წარმოუდგენელია ფერადოვნების გარეშე . ასეთი კაბები უფრო ლამაზს და ტრენდულს გამოგაჩენთ.
GET mar123... რატომ ძალადობენ მოზარდები? მოზარდებს შორის ძალადობაზე დისკუსიისას იშვიათად განიხილავენ იმ საზოგადოების სიჯანსაღეს, რომელშიც ეს ახალგაზრდები იზრდებიან. არადა, საზოგადოების ჯანსაღი მიდგომები სხვადასხვა საკითხებისადი და თუნდაც, ამ შემთხვევაში ძალადობისადმი არის უმთავრესი რამ, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს, თუ მოზარდებში ძალადობის პრევენცია გვსურს.ჯანსაღი საზოგადოება ქმნის ჯანსაღ გარემოს, სადაც საერთოდ ძალადობის და მათ შორის, მოზარდებს შორის ძალადობის შემთხვევები მინიმუმამდეა დასული.ძალადობა შეიძლება გამოხატული იყოს ბულინგით, ხელჩართული ჩხუბით, ცივი იარაღის გამოყენებით, აგრესიით ელექტრონულ სივრცეში, ჯგუფური თავდასხმით.სკოლაში ძალადობის აღკვეთა სავსებით შესაძლებელია. კვლევა აჩვენებს, რომ პრევენცია შესაძლებელია პედაგოგების, სკოლის ადმინისტრაციის, მშობლების და ასევე სხვა მოსწავლეების ჩართულობის და ერთობლივი ძალისხმევის შედეგად.სკოლაში ძალადობის აღმოსაფხვრელად საჭიროა თითოეულმა სკოლამ შეიმუშავოს ძალადობასთან ბრძოლის უნიკალური სტრატეგია, რომელიც მორგებული იქნება ამ სკოლის მოსწავლეებზე და გარემოზე, რომელიც სკოლაშია.პრევენციული მეთოდები, საბოლოო ჯამში, ამცირებს ახალგაზრდებს შორის კონფლიქტის წარმოშოშობის რისკის ფაქტორებს და ხელს უწყობს, დადებითი გავლენა მოახდინოს მოზარდებზე.თითოეულ სკოლას უნდა ჰქონდეს შემუშავებული ძალადობასთან ბრძოლის და მისი პრევენციის პროგრამა და სკოლის თითოეული თანამშრომლისთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ძალადობის პრევენცია და მისი არსებობის რისკის შემცირება უნდა იყოს.კოლამ უნდა იმუშაოს ბავშვებთან აგრესიის დასამარცხებლად. კონცენტრირება უნდა მოახდინოს ბავშვებში ემოციური კონტროლის სწავლაზე, პოზიტიურ სოციალურ აქტივობებზე, ბავშვებთან ერთად უნდა ეძებოს სხვადასხვა სოციალური პრობლემების გადაჭრის გზები, კონფლიქტების აღმოფხვრის გზები. ფსიქოლოგების რჩევით, ახალგაზრდების ჩართულობა სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში მნიშვნელოვნად ამცირებს ძალადობის რისკს.პოზიტიური ურთიერთობა მოსწავლეებს, პეგადოგებს და ოჯახის წევრებს შორის და ამავდროულად, თანატოლების ოჯახის წევრებს შორის უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდებს შორის ძალადობის აღმოსაფხვრელად. კვლევა აჩვენებს, რომ ასეთი ურთიერთობების გაღრმავება ძალადობასთან ბრძოლის კუთხით საოცრად ეფექტურია.
GET