არასოდეს დაყაროთ ფარხმალი წარმატებას ბძოლა სჭირდება monkey.ge
524

არასოდეს დაყაროთ ფარხმალი წარმატებას ბძოლა სჭირდება

ყველა ადამიანის ცხოვრებაში რაღაც ეტაპზე ცუდი რაღაცები ხდება და ნეგატივთან გასამკლავებლად არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. შესაძლოა, დაკარგეთ სამსახური, მატერიალური პრობლემები შეგექმნათ, ან საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გაგირთულდათ, დაშორების გადაწყვეტილება მიიღეთ, ახლა კი, გულგატეხილი ხართ და ეჭვი გეპარებათ, რომ ოდესმე ნამდვილ სიყვარულს იპოვნით.ცხოვრება ძალიან ბევრ მიზეზს გვაძლევს იმისთვის, რომ საკუთარ თავში ეჭვი შეგვეპაროს, აღარ ვენდოთ საკუთარ გადაწყვეტილებებს. რეალურად კი, სწორედ მაშინ რთულდება ყველაფერი და სწორედ მაშინ ხდება პრობლემები მოუგვარებელი, როცა თვითშეფასების ხარისხი ეცემა.არაფერს და არავის შეუძლია საკუთარი თავის რწმენა დამაკარგინოს - თუ სხვებს მისცემთ უფლებას, რომ თავი ცუდად, უმნიშვნელო და სუსტ ადამიანად გაგრძნობინოთ, ვერასოდეს მოიკრებთ ძალას და ვერ დაიბრუნებთ თვითშეფასების მაღალ ხარიხს.თქვენ არ გჭირდება რაიმე ნაბიჯის გადასადგმელად ვინმეს თანხმობა, რადგანაც ყველაზე უკეთ თავად იცით, თუ რა გჭირდებათ, რა გაგაბედნიერებთ. ცხოვრებაში ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებსაც არ გაუხარდებათ თქვენი წარმატება და ეცდებიან, რომ ყველანაირად ხელი შეგიშალონ, ან მწარე სიტყვებით განწყობა გაგიფუჭონ, საერთოდ ნუ მოისმენთ ასეთების მოსაზრებებს. მტკიცედ გააგრძელეთ საკუთარი გზა.დღევანდელ სამყაროში ადამიანებს ავიწყდებათ ნამდვილი ღირებულებები და წარმატების მისაღწევად ყველაფერზე მიდიან. ზოგჯერ წარმატებისთვის სამარცხვინო რაღაცებსაც აკეთებენ, რადგანაც მათ ღირებულებები არ გააჩნიათ.თუ თქვენი წარუმატებლობის მიზეზი ის არის, რომ ყველაფერზე არ წახვედით და შეინარჩუნეთ ღირებულებები, არ იდარდოთ. თქვენ დიდი ადამიანი ხართ და ცხოვრება აუცილებლად მოგცემთ არაერთ წარმატების მომტან შესაძლებლობას. წარსული შეცდომები, წარუმატებლობა მიიღეთ გაკვეთილად, გამოცდილებად, რომელიც მომავალში წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.ყველას თავისი ცხოვრება, განსხვავებული მიზნები და ინტერესები აქვს. ნურავის შეადარებთ საკუთარ თავს. ასეთი ქმედება ყველაზე უფრო სწრაფად კლავს ადამიანის თვითშფასებას. დარჩი შენს ჩარჩოში, გაანალიზე რა არის შენი მთავარი მიზანი და მიჰყევი გზას, რომელიც ამ მიზნამდე მიგიყვანს.

კომენტარები

კომენტარის დასაწერად შეუერთდით საიტს >>რეგ.
00
🐵🙈🙉🙊🐒👍არ არის კომენტარი


1933 ნახვა

goglika19

21

გამოწერა

ricky1206

19

გამოწერა

mar123

19

გამოწერა

LaDispute

24

გამოწერა

sf-x

18

გამოწერა

Franco

19

გამოწერა

GiOoo

19

გამოწერა

qnmhkwoo

24

გამოწერა

კინო სიახლე

+13
°
C
H: +13°
L: +
Tbilisi
Thursday, 21 February
See 7-Day Forecast
Fri Sat Sun Mon Tue Wed
+ + +10° + + +
-3° -4° -5° -7° -8° -6°
Tweets by PUBG