ვარჯიშები სახისთვის monkey.ge
523

ვარჯიშები სახისთვის

ვარჯიშების საკმაოდ მარტივი კომპლექსი, რომელიც ამკვრივებს სახის კუნთებს და ეხმარება ცხვირ-ტუჩის ნაოჭებს, თვალების ქვეშ პარკებისა და შუბლზე ნაოჭების კორექტირებას. ვარჯიში ბევრ დროს არ წაგართმევთ, მთავარია არ გამოტოვოთ.ცხვირ-ტუჩის ნაოჭები კუნთოვან ფენაში ძალიან ადრე - ჯერ კიდევ მოზარდთა ასაკში ჩნდება. მაგრამ თუ ახალგაზრდობაში მკვრივი კანის საშუალებით ადვილად იმალება პრობლემას, ასაკთან ერთად ცხვირ-ტუჩის ნაოჭები სულ უფრო აშკარა ხდება. ვარჯიში მარტივია. მიიდე ორივე ხელის საჩვენებელი თითი ცხვირ-ტუჩის ნაოჭებზე. ძალიან ნაზად დააჭირე ლოყებს ზემოთ და განზე. სინამდვილეში შენ ზევით წევ ლოყებს. დაუთმე ცხვირ-ტუჩის ნაოჭებს ერთი კვირის განმავლობაში დღეში 1 წუთი და ნახავ, როგორ დაგნებდებათ.ხშირად იბღვირებით? წარბებშორის გაჩენილი ნაოჭის მოშორება არც ისეთი მარტივია. მაგრამ მოსინჯვა შეიძლება. ჩაიხედეთ სარკეში და გამოხატეთ განრისხება, ხედავთ „ლომის“ ნაოჭს? პრობლემურ ადგილას დააჭირე შეერთებული საჩვენებელი და შუა თითები და სცადე დაბღვირება. შეინარჩუნე დაძაბულობა 1 წუთის განმავლობაში.სწორედ კისერი ამხელს ქალის ასაკს. კისრის დასაჭიმად როლინგებისა და შარფების მშვენიერი ალტერნატივა მარტივი ვარჯიში გახდება. აიხედეთ ზევით და ამასთანავე დააჭირეთ ამობურცულ ნაწილს. დაჭიმეთ კისერი და დაიწყეთ თავის ტრიალი ხან ერთ მხარეს, ხან მეორე. გააკეთე ეს ნელა, თითქოს ჭერზე სურათებს ათვალიერებთ. გაიმეორეთ ვარჯიში 10-ჯერ.

კომენტარები

კომენტარის დასაწერად შეუერთდით საიტს >>რეგ.
00
🐵🙈🙉🙊🐒👍არ არის კომენტარი


1223 ნახვა

goglika19

21

გამოწერა

ricky1206

19

გამოწერა

mar123

19

გამოწერა

LaDispute

24

გამოწერა

sf-x

18

გამოწერა

Franco

19

გამოწერა

GiOoo

19

გამოწერა

qnmhkwoo

24

გამოწერა

კინო სიახლე

+13
°
C
H: +13°
L: +
Tbilisi
Thursday, 21 February
See 7-Day Forecast
Fri Sat Sun Mon Tue Wed
+ + +10° + + +
-3° -4° -5° -7° -8° -6°
Tweets by PUBG