როგორ მოვხიბლოთ მამაკაცი? monkey.ge
516

როგორ მოვხიბლოთ მამაკაცი?

ხშირად ხდება ისე, რომ ქალი გრძნობს, მზადაა სასიყვარულო ურთიერთობისთვის, საოცნებო მამაკაციც ჰყავს, მაგრამ ყურადღებას ვერ იპყრობს და პაემანზე არავინ ეპატიჟება. ამას ბევრი მიზეზი აქვს. შესაძლოა, მამაკაცს უბრალოდ აშინებს თქვენთან ურთიერთობა, რთულ ადამიანად ეჩვენებით.ეცადეთ ყოველთვის, ნებისმიერ სიტუაციაში საუკეთესოდ გამოიყურებოდეთ - არ ვამბობთ, რომ ყოველთვის ისე ჩაიცვათ, თითქოს, მოდის კვირეულზე, წითელ ხალიჩაზე ხართ, მაგრამ მაღაზიაში ჩასვილის დროსაც კი ეცადეთ, მოწესრიგებულები იყოთ და ლამაზად გამოიყურებოდეთ, რადგანაც არავiნ იცის გზად ვის გადაეყრებით. გახსოვდეთ, რომ პირველი შთაბეჭდილება ძალიან ბევრს ნიშნავს და თუ ყოველთვის კარგად გამოიყურებით, იზრდება შანსები იმისა, რომ სწორედ „მას“ შეხვდეთ და მოხიბლოთ, თუმცა ისიც გახსოვდეთ, რომ ზოგიერთ ბიჭს არ ადარდებს ვიზუალური მხარე.ნუ იქნებით მიუწვდომელი - იმისთვის, რომ საოცნებო მამაკაცმა პაემანზე დაგპატიჟოთ, ნუ მოაჩვენებთ თავს, თითქოს მიუწვდომელი ხართ. თუ მოღუშული სახით დადიხართ, არასოდეს იღიმით, ჩათვლიათ, რომ არ გსურთ ურთიერთობა. ასევე, ვერავის მოხიბლავთ, თუ თავი მუდამ სმარტფონში გაქვთ ჩარგული. გადადეთ ელექტრონული მოწყობილობები და გაიღიმეთ უფრო ხშირად.ისწავლეთ თვალებით კონტაქტი - თუ ვერ ახერხებთ სასურველ მამაკაცს აგრძნობინოთ თქვენი სიმპათიები, თვალებით კონტაქტი ამისთვის საუკეთესო საშუალებაა. ამ მეთოდით მიახვედრებთ მას, რომ დაინტერესებული ხართ. გახსოვდეთ, რომ ხანგრძლივად არ მიაშტერდეთ. იყავით ბუნებრივები. გვერწმუნეთ, თვალებით რამდენიმეწამიანი კონტაქტიც საკმარისია.აჩვენეთ მას, რომ პრობლემები გაქვთ და მისი დახმარება გჭირდებათ - ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ეს მამაკაცის ყურადღების მიპყრობის, მისი უკეთ გაცნობის და ურთიერთობის აწყობის საუკეთესო საშუალებაა. კაცებში კოდურადაა მცველის ინსტიქტი და თუ აგრძნობინებთ, რომ მისგან დაცვა, ან დახმარება გჭირდებათ, მარტივად მიიპყრობთ ყურადღებას.

კომენტარები

კომენტარის დასაწერად შეუერთდით საიტს >>რეგ.
00
🐵🙈🙉🙊🐒👍არ არის კომენტარი


1023 ნახვა

goglika19

21

გამოწერა

ricky1206

19

გამოწერა

mar123

19

გამოწერა

LaDispute

24

გამოწერა

sf-x

18

გამოწერა

Franco

19

გამოწერა

GiOoo

19

გამოწერა

კინო სიახლე

+13
°
C
H: +13°
L: +
Tbilisi
Thursday, 21 February
See 7-Day Forecast
Fri Sat Sun Mon Tue Wed
+ + +10° + + +
-3° -4° -5° -7° -8° -6°
Tweets by PUBG