ენერგეტიკული სასმელი monkey.ge
506

ენერგეტიკული სასმელი

ენერგეტიკული სასმელები ადამიანის ჯანმრთელობაზე იმაზე ცუდად მოქმედებს, ვიდრე ნებისმიერი სხვა გაზიანი, ალკოჰოლის შემცველი სასმელი. ეს, რა თქმა უნდა, სიახლე არ არის და ყველამ თუ არა, უმრავლესობამ ვიცით, რომ, შემადგენლობის გამო, ენერგეტიკული სასმელი სწრაფ დამოკიდებულებასაც იწვევს. გარდა ამისა, მკვლევარებმა, რომლებიც კოფეინის შემცველ ენერგეტიკულ სასმელებსა და ალკოჰოლის ურთიერთქმედებას იკვლევდნენ, აღმოაჩინეს, რომ ენერგეტიკული სასმელები აორმაგებს ალკოჰოლზე დამოკიდებულებასა და მის მოხმარებას. ეს გულისხმობს, რომ, თუ ადამიანები ენერგეტიკული სასმელის გარეშე დაახლოებით 4 ჭიქა ალკოჰოლს მიირთმევენ, ენერგეტიკულ სასმელთან ერთად მოხმარებული სასმელის რაოდენობა 8 ჭიქამდე იზრდება.ენერგეტიკულ სასმელზე ჩატარებული კვლევები იმდენად ახალია, რომ დასკვნების დამაჯერებლობა ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. თუმცა, იკვეთება რამდენიმე შემაშფოთებელი ფაქტიც: ენერგეტიკული სასმელების შემადგენელი ნივთიერებები აფერხებს ორგანიზმში დოფამინის გამოყოფას. დოფამინი კი უზრუნველყოფს ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიურ პროცესებს. ასევე, ენერგეტიკულ სასმელებში შემავალი ნივთიერებები იწვევს პირველად ეიფორიას, რაც სისხლში ალკოჰოლის შემცველობას ზრდის და შედეგად, ადამიანს მოჭარბებული ძილიანობა აწუხებს. ანუ ენერგეტიკული სასმელები მოქმედებს ისევე, როგორც ძლიერი დამამშვიდებელი საშუალებები. არსებობს მოსაზრება, რომ აღნიშნული ლაბორატორიული კვლევები ისეთ სტიმულატორებზე ტარდება, როგორიცაა კოკაინისა და სხვა ნარკოტიკული საშუალებების ურთიერთდამოკიდებულება ენერგეტიკულ სასმელებთან.ენერგეტიკული სასმელის შემადგენლობაში შედის: კოფეინი, გოგირდის შემცველი ამინომჟავა – ტაურინი, კოფეინის ალტერნატიული ნივთიერება – გუარანა, რომელსაც სამხრეთ აფრიკაში მცენარეები ბუნებრივად შეიცავს, ვიტამინ B, ჟენშენი – რომელიც სტრესის შემცირებასა და დაღლილობის მოხსნას უზრუნველყოფს, გინკგო ბილობა – ნივთიერება, რომელიც კონცენტრირებისა და ცირკულაციის ბალანსს განაპირობებს, ამინომჟავა ლ-კარნიტინი – ორგანიზმში ცხოველქმედებისთვის აუცილებელი ენერგიის წარმოქმნას უზრუნველყოფს. ენერგეტიკული სასმელები დამატებით შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს, ანტიოქსიდანტებსა და უამრავ სხვა ნივთიერებას. 2004 წლიდან 2012 წლამდე, ენერგეტიკული სასმელების გამოყენების შედეგად 18 ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო 150 – დაზარალებული.ენერგეტიკული სასმელის მოხმარება გვერდით მოვლენებსაც იწვევს: გულის შეტევა, თავის ტკივილი, ინსომნია – ქრონიკული უძილობა, ორი სახის დიაბეტი, ნარკოდამოკიდებულება, სასმელზე დამოკიდებულება, ნერვული აღგზნება, გულისრევა, ნევროზი, ალერგიული რეაქციები.

კომენტარები

კომენტარის დასაწერად შეუერთდით საიტს >>რეგ.
00
🐵🙈🙉🙊🐒👍არ არის კომენტარი


2483 ნახვა

goglika19

21

გამოწერა

ricky1206

19

გამოწერა

mar123

19

გამოწერა

LaDispute

24

გამოწერა

sf-x

18

გამოწერა

Franco

19

გამოწერა

GiOoo

19

გამოწერა

qnmhkwoo

24

გამოწერა

კინო სიახლე

+13
°
C
H: +13°
L: +
Tbilisi
Thursday, 21 February
See 7-Day Forecast
Fri Sat Sun Mon Tue Wed
+ + +10° + + +
-3° -4° -5° -7° -8° -6°
Tweets by PUBG