ორსულობის დროს ალკოჰოლს და კოფეინს უნდა მოერიდოს ქალი monkey.ge
490

ორსულობის დროს ალკოჰოლს და კოფეინს უნდა მოერიდოს ქალი

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელების მიღება მამაკაცის სპერმის ხარისხზე გავლენას ახდენს, თუმცა ექსპერტები არ არიან დარწმუნებული, მოქმედებს თუ არა ალკოჰოლი ქალის განაყოფიერების ხარისხზე. რაც შეეხება უშუალოდ ნაყოფს, ცხადია, ალკოჰოლის მიღება მას საფრთხეს უქმნის, განსაკუთრებით კი ორსულობის პირველ ტრიმესტრში (პირველი 3 თვე). ასე რომ, თუ ბავშვის გაჩენას გეგმავ, ალკოჰოლის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტო.გახსოვდეს, რაც უფრო მეტს სვამ, მით უფრო დიდ საფრთხეს უქმნი ნაყოფის განვითარებას. ამიტომაც, უკიდურეს შემთხვევაში, მაქსიმუმ 1-2 ჭიქა უნდა მიიღო, არაუმეტეს კვირაში 2-ჯერ, ჭიქის ზომა კი 25 მილილიტრით უნდა განისაზღვრებოდეს. თუმცა, გაითვალისწინე, რომ ჭიქის მოცულობასთან ერთად, სასმელის გრადუსიანობასაც გააჩნია. თუ ალკოჰოლის დოზის შემცირებას ვერ ახერხებ, რჩევისთვის აუცილებლად ექიმს მიმართე.მკაფიო მტკიცებულება იმის შესახებ, იწვევს თუ არა კოფეინი ბუნებრივი განაყოფიერების პრობლემებს, არ არსებობს, თუმცა ინ ვიტრო განაყოფიერების მსურველებისთვის მისი მიღება ერთმნიშვნელოვნად აკრძალულია. ამასთანავე, ორსულებს კოფეინის დოზის შემცირებას ურჩევენ ხოლმე. ამიტომაც, თუ ბავშვის გაჩენას გეგმავ, სასურველია, ყავას და კოფეინის შემცველ სხვა ნივთიერებებს დაფეხმძიმებამდე გადაეჩვიო.

კომენტარები

კომენტარის დასაწერად შეუერთდით საიტს >>რეგ.
00
🐵🙈🙉🙊🐒👍არ არის კომენტარი


1543 ნახვა

goglika19

21

გამოწერა

ricky1206

19

გამოწერა

mar123

19

გამოწერა

LaDispute

24

გამოწერა

sf-x

18

გამოწერა

Franco

19

გამოწერა

GiOoo

19

გამოწერა

qnmhkwoo

24

გამოწერა

კინო სიახლე

+13
°
C
H: +13°
L: +
Tbilisi
Thursday, 21 February
See 7-Day Forecast
Fri Sat Sun Mon Tue Wed
+ + +10° + + +
-3° -4° -5° -7° -8° -6°
Tweets by PUBG