ბედნიერების რეცეპტი ფინეთიდან monkey.ge
483

ბედნიერების რეცეპტი ფინეთიდან

ყველა ადამიანს ბედნიერების შესახებ საკუთარი შეხედულება აქვს. ბედნიერების ცნება სხვადასხვაგვარად გვესმის. ზოგიერთ ქვეყანაში ბედნიერების მინისტრებიც კი ჰყავთ, რომელთა საქმეც ადამიანების დარწმუნებაა იმაში, რომ ცხოვრებით ისიამოვნონ. ზოგიერთ ქვეყანას კი, ბედნიერების ეროვნული კონცეპტი აქვს შემუშავებული, რომელიც ადამიანებს სთავაზობს მზა რეცეპტს იმისას, თუ როგორ მოიშორონ სტრესი და ისიამოვნონ ცხოვრებით.„კალსარიკანი“ - ეს რთულად წარმოსათქმელი სიტყვა რომ ვთარგმნოთ, მსგავსი შინაარსის ტექსტს მივიღებთ: „სახლში კომფორტულად, პიჟამათი, ან მხოლოდ თეთრეულით ყოფნა და ალკოჰოლის მირთმევა“. სხვა სკანდინავიური ქვეყნების ბედნიერების რეცეპტებისგან განსხვავებით, „კალსარიკანი“ არ გეუბნებათ, რომ აუცილებლად ლამაზი ოთახი უნდა გქონდეთ, სრული კომფორტითა და ბუხრით. ის უფრო ახლოსაა რეალურ ცხოვრებასთან. ბედნიერების ამ რეცეპტის მიხედვით, საღამოს, როცა სახლში მიხვალთ, უნდა ჩაიცვათ ის სამოსი, რომელშიც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობთ. მაგალითად, პიჟამა თბილ წინდებთან ერთად საუკეთესო არჩევანია. გახსენით ღვინის ბოთლი და დალიეთ, მაგრამ ზედმეტი არ უნდა მოგივიდეთ. მიირთვით შოკოლადის ფილები, ან რაიმე ისეთი, რასაც საერთო არაფერი აქვს ჯანსაღ საკვებთან, მაგრამ ძალიან გემრიელია და ძალიან გიყვართ. ჩართეთ სასიამოვნო მუსიკა და უყურეთ ფილმს საყვარელ ცხოველებზე. ამ მეთოდს საოცარი ძალა აქვს. ადამიანს განტვირთვაში ეხმარება და ბედნიერების განცდას ამძაფრებს.

კომენტარები

კომენტარის დასაწერად შეუერთდით საიტს >>რეგ.
00
🐵🙈🙉🙊🐒👍არ არის კომენტარი


1053 ნახვა

goglika19

21

გამოწერა

ricky1206

19

გამოწერა

mar123

19

გამოწერა

LaDispute

24

გამოწერა

sf-x

18

გამოწერა

Franco

19

გამოწერა

GiOoo

19

გამოწერა

კინო სიახლე

+13
°
C
H: +13°
L: +
Tbilisi
Thursday, 21 February
See 7-Day Forecast
Fri Sat Sun Mon Tue Wed
+ + +10° + + +
-3° -4° -5° -7° -8° -6°
Tweets by PUBG