ადამიანმა რომელმაც apples 6 ნიშნიან შემოსავალზე უარი თქვა monkey.ge
436

ადამიანმა რომელმაც apples 6 ნიშნიან შემოსავალზე უარი თქვა

Apple-ის შეთავაზებაზე, ემუშავა 6 ნიშნა შემოსავალზე, ჯესიკა უოლშმა, რომელსაც მკითხველი ქართულ საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალ Ad Black Sea 2018-დან იცნობს, უარი თქვა. ამ დროისთვის ის 25 წლის იყო. ასეთ შემოთავაზებაზე უარის თქმა, თანაც კარიერის ჯერ კიდევ დასაწყისში, გაბედული ნაბიჯია – დღესდღეობით, ჯესიკა პარტნიორი, არტ დირექტორი და დიზაინერია კომპანიაში Sagmeister&Walsh და სრულებით არ ნანობს გადაწყვეტილებას. აღსანიშნავია, რომ უოლშს უმუშავია ისეთ კლიენტებთან, როგორებიცაა: BMW, Snapchat, Barneys New York, Parle Agro და ა.შ.სააგენტო Pentagram-ში მუშაობის შემდეგ, 2008 წელს, ჯესიკა ყოველთვიურ ჟურნალ Print-ს შეუერთდა. ჟურნალში მუშაობის წელიწადნახევრიან გამოცდილებას უოლში მოსაწყენ ისტორიად აფასებს, რომელიც შესაძლებლობად მანვე აქცია. ისწავლა საქმის უფრო ეფექტურად შესრულება, ბიუჯეტის გონივრულად გამოყენება და უფრო ორგანიზებულიც გახდა.დადგა მომენტი, როდესაც ჯესიკამ დამოუკიდებლად გადაწყვიტა მუშაობა, დაელაპარაკა სტეფან საგმეისტერს, რომელსაც ერთ-ერთ მსხვილ დამკვეთთან ჰქონდა საქმე და დახმარება სჭირდებოდა და 2010 წელს, მასთან ერთად დაიწყო მუშაობა. უოლში იხსენებს, რომ ორი წლის შემდეგ, იგრძნო მზაობა ნამუშევარზე საკუთარი სახელი მიეთითებინა.უოლში ცდილობს, რომ ყოველ მის ნამუშევარს ეტყობოდეს ემოცია, რომელიც ჩადო მასში, ხოლო მაყურებლებს თავი განსხვავებულად აგრძნობინოს: “თუ ვინმემდე ემოციის მიტანა შეგიძლია, შენი ნამუშევარი კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ”. მის პროექტებში მრავლადაა ლამაზი ელემენტები და კრაფტი, რაც მის ხელწერას გამოხატავს და განსხვავებულ სტილზე მიუთითებს.

კომენტარები

კომენტარის დასაწერად შეუერთდით საიტს >>რეგ.
00
🐵🙈🙉🙊🐒👍არ არის კომენტარი


463 ნახვა

goglika19

21

გამოწერა

ricky1206

19

გამოწერა

mar123

19

გამოწერა

LaDispute

24

გამოწერა

sf-x

18

გამოწერა

Franco

19

გამოწერა

GiOoo

19

გამოწერა

კინო სიახლე

+13
°
C
H: +13°
L: +
Tbilisi
Thursday, 21 February
See 7-Day Forecast
Fri Sat Sun Mon Tue Wed
+ + +10° + + +
-3° -4° -5° -7° -8° -6°
Tweets by PUBG