როგორ დავისვენოთ და დავაღწით თავი სამსახურში სტრესს? monkey.ge
408

როგორ დავისვენოთ და დავაღწით თავი სამსახურში სტრესს?

ხშირად, პატარ-პატარა უსიამოვნებებისგან გამოწვეული უბედურების განცდა რამდენიმე დღის მანძილზე მიგვყვება. თავს ვერაფრით ვიმშვიდებთ და ნეგატიური შეგრძნებები არ ქრება. ეს ყველაფერი კი, პირადი ცხოვრების გარდა, ჩვენს სამუშაოზეც აისახება. არა და, ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა საამისოდ. არსებობს რამდენიმე უტყუარი საშუალება, რომელიც მომენტალურად აგვიმაღლებს გუნება-განწყობილებას  და თუ ამას სისტემატიურად  გავაკეთებთ, ბედნიერების განცდას ნამდვილად გავიხანგრძლივებთ.გუგლის ყოფილი ინჟინერი ჩეიდ მენ ტანი დაიღალა მუდმივად ცუდ   ხასიათზე ყოფნით და ამ პრობლემის დასაძლევად მოძებნა გზა – გონებრივი ვარჯიშები. შემდეგ, დაარწმუნა თავისი უფროსები, მიეცათ ნება, ეს მიდგომები სხვა თანამშრომლებისთვისაც გაეზიარებინა, რომ აემაღლებინა მათი განწყობა. საბოლოოდ, ჩეიდ მენ ტანის ამ თერაპიამ მთელი კომპანია მოიცვა, ყოფილმა ინჟინერმა კი ბედნიერების ინსტიტუტი დააარსა. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, არავის გაჰკვირვებია, რომ Google, რამდენჯერმე, საუკეთესო სამუშაო ადგილად დაასახელეს.სამსახურში, გადატვირთული რეჟიმის დროს, რთულია,  სტრესისა და „დედლაინების” გარდა, სხვა რამეზე ფიქრი. ეს კი ჩვენში პოზიტიურ შეგრძნებებს ამცირებს. თუ ძალიან მოვინდომებთ, ბედნიერების ამ „პატარ-პატარა ნაჭრებს” რამდენიმე წამში ვიპოვით. ნებისმიერმა წვრილმანმა შეიძლება გაგვაბედნიეროს – წყლის დალევამ, მეგობრისგან მიღებულმა შეტყობინებამ ან იმაზე ფიქრმა, როგორ წამოვწვებით რბილ დივანზე დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ.როდესაც ადამიანებს წარმატებას და ბედნიერებას ვუსურვებთ, ყველაფერი უკან გვიბრუნდება.

კომენტარები

კომენტარის დასაწერად შეუერთდით საიტს >>რეგ.
00
🐵🙈🙉🙊🐒👍არ არის კომენტარი


1663 ნახვა

goglika19

21

გამოწერა

ricky1206

19

გამოწერა

mar123

19

გამოწერა

LaDispute

24

გამოწერა

sf-x

18

გამოწერა

Franco

19

გამოწერა

GiOoo

19

გამოწერა

qnmhkwoo

24

გამოწერა

კინო სიახლე

+13
°
C
H: +13°
L: +
Tbilisi
Thursday, 21 February
See 7-Day Forecast
Fri Sat Sun Mon Tue Wed
+ + +10° + + +
-3° -4° -5° -7° -8° -6°
Tweets by PUBG