ბენჟამინ ფრანკლინის ხრიკი monkey.ge
387

ბენჟამინ ფრანკლინის ხრიკი

ბენჯამინ ფრანკლინმა იცოდა, რომ ჭკვიანი იყო, იმაზე გონიერი, ვიდრე მისი გარშემომყოფები იყვნენ. თუმცა, მას ჰყოფნიდა ინტელექტი იმის გასაცნობიერებლად, რომ მისი აზრი ყოველ ჯერზე ჭეშმარიტება ვერ იქნებოდა. ეს არის მიზეზი, რის გამოც საუბრისას, კონტრარგუმენტს იწყებდა ასე – „შესაძლოა, ვცდები, თუმცა…“ ეს მიდგომა ეხმარებოდა მის თანამოსაუბრეს ბენჯამინის განსხვავებული აზრის არარადიკალურ, ნაკლებპერსონალურ შენიშვნად მიღებაში. თუმცა, ეს ეხმარებოდა ბენჟამინსაც, ახალი იდეების მიმართ გახსნილი ყოფილიყო.ისტორია აჩვენებს, რომ ყოველთვის ვირჩევთ პოლიტიკურ, თუ ბიზნესლიდერებს, რომლებიც სტოიკურობით, თანმიმდევრულობით, სიზუსტითა და მყარი საუბრის სტილით გამოირჩევიან, თუმცა, მეცნიერები ამბობენ, რომ ჩვენ გვჭირდება ლიდერები, რომლებსაც საწინააღმდეგო თვისებები ახასიათებთ – კრეატიულობა და მოქნილობა. ჩვენ გვჭირდება ფრანკლინის მსგავსი ადამიანები, რომლებიც იქნებიან ჭკვიანები, ექნებათ შემართება და სხვა ადამიანების დარწმუნების უნარი – აკეთონ დიდი საქმეები. თუმცა, ისინი უნდა იყვნენ ასევე იმდენად განსხვავებული აზროვნების მქონენი, რომ აღიარონ, ხანდახან არასწორიც შეიძლება იყვნენ. ჩვენი მეთოდებისა და გონების შეცვლა ძალიან რთულია, თუმცა, ეს ცვლილება მნიშვნელოვანია იმ ეპოქაში რომელშიც ვცხოვრობთ. საზოგადოების ზრდის პირობებში, ბიზნესისა და სოციალური გარემოს სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია ჩვენს ლიდერებს ჰქონდეთ კოგნიტური მოქნილობა, სხვაგვარად რომ ვთქვათ, იყვნენ გონებაგახსნილები.

კომენტარები

კომენტარის დასაწერად შეუერთდით საიტს >>რეგ.
00
🐵🙈🙉🙊🐒👍არ არის კომენტარი


10573 ნახვა

goglika19

21

გამოწერა

ricky1206

19

გამოწერა

mar123

19

გამოწერა

LaDispute

24

გამოწერა

sf-x

18

გამოწერა

Franco

19

გამოწერა

GiOoo

19

გამოწერა

კინო სიახლე

+13
°
C
H: +13°
L: +
Tbilisi
Thursday, 21 February
See 7-Day Forecast
Fri Sat Sun Mon Tue Wed
+ + +10° + + +
-3° -4° -5° -7° -8° -6°
Tweets by PUBG