როგორ მიაღწია ლინკონმა წარმატებას ? monkey.ge
383

როგორ მიაღწია ლინკონმა წარმატებას ?

ლიდერშიფის შესახებ უფრო მეტის სწავლა ბევრისგან შეიძლება, მაგალითად, ბილ და მელინდა გეითსებისგან, უორენ ბაფეტისგან, ილონ მასკისგან, რომის პაპისა და პიცის დამტარებლისგანაც კი. თუმცა, ასევე, არაჩვეულებრივი გაკვეთილი შეიძლება მივიღოთ ისტორიისგანაც. ჰარვარდის ბიზნეს სკოლის პროფესორმა, ისტორიკოსმა და ავტორმა ნენსი კოენმა აშშ-ის ლეგენდარულ პრეზიდენტზე, აბრაამ ლინკოლნის ცხოვრებისეული გამოცდილების გაზიარება გადაწყვიტა.იყავი კრისტალურად სუფთა მისიის განსაზღვრისას-ლინკოლნს ჰქონდა უაღრესად კონკრეტული და სპეციფიკური მისია – შეენარჩუნება ერთიანობა და გაეუქმებინა მონობა. საკმაოდ ხშირად, ლიდერები ხელმძღვანელი პოზიციის დაკავებისას, ვერ აცნობიერებენ, რისთვის მუშაობენ ან რომელი შესაძლებლობებისთვის ღირს ბრძოლა. ისინი არ იყენებენ ობიექტურ მონაცემებს განრიგის შესაქმნელად და არც მოქმედებენ ამ განრიგის შესაბამისად. ისინი შემთხვევითად შერჩეული მიზნებისთვის მოქმედებენ. როდესაც ლიდერის პოზიციას დაიკავებთ, მოაგროვეთ მონაცემები, შეაფასეთ, მიიღეთ ინფორმაცია, გადააფასეთ, კვლავ, შეადარეთ, რამდენად შეესაბამება მისიას, არის თუ არა წინსვლა და ა.შ.ლინკოლნი გადაწყვეტილების მიღებამდე დაინტერესებული პირების პოზიციებს ითვალისწინებდა. ეს განსაკუთრებით მაშინაა მნიშვნელოვანი, როდესაც გადაწყვეტილების მიღებას საზოგადოების მხრიდან აფეთქება შეიძლება მოყვეს. ლიდერები, რომლებსაც სურთ კვალი დატოვონ, ხშირად, მარტო იწყებენ რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას. დიახ, მნიშვნელოვანია შეგეძლოს გადაწყვეტილების მიღება, თუმცა, ასევე უნდა შეგეძლოს, დაიხიო ერთი ნაბიჯით უკან და შეაჯამო, გრძელვადიან პერსპექტივაში, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ამან.ნუ მიიღებ გადაწყვეტილებას ვაკუუმურ მდგომარეობაში. ამასთანავე, ნუ დააბრალებ რაიმეს სხვებსაც. კარგი შედეგები სხვებსაც გაუზიარე და შეეცადე ისწავლო მტკივნეული შედეგების ზიდვა. ლინკოლნს უამრავი მოწინააღმდეგე ჰყავდა. ისინი ყოველი შეცდომისას ესხმოდნენ თავს. თუმცა, ის იმარჯვებდა.

კომენტარები

კომენტარის დასაწერად შეუერთდით საიტს >>რეგ.
00
🐵🙈🙉🙊🐒👍არ არის კომენტარი


17893 ნახვა

goglika19

21

გამოწერა

ricky1206

19

გამოწერა

mar123

19

გამოწერა

LaDispute

24

გამოწერა

sf-x

18

გამოწერა

Franco

19

გამოწერა

GiOoo

19

გამოწერა

qnmhkwoo

24

გამოწერა

კინო სიახლე

+13
°
C
H: +13°
L: +
Tbilisi
Thursday, 21 February
See 7-Day Forecast
Fri Sat Sun Mon Tue Wed
+ + +10° + + +
-3° -4° -5° -7° -8° -6°
Tweets by PUBG