ოპრა უინფრინზე monkey.ge
367

ოპრა უინფრინზე

დედამისმა ოპრა თინეიჯერ ასაკში გააჩინა. ის ქორწინებაში არ იმყოფებოდა. მისი ოჯახი იმდენად ღარიბი იყო, რომ სკოლაში ოპრას კარტოფილის ტომრისგან შეკერილი კაბა ეცვა, რის გამოც ბულინგის მსხვერპლი ხდებოდა ხოლმე. 1986 წელს, ოპრამ საკუთარ სატელევიზიო შოუში ბავშვობაში გადატანილ სექსუალურ შევიწროებაზე ისაუბრა. ოპრა განსაკუთრებულად წარმატებული ქალია, რთული წარსულით. სწორედ ეს გამოარჩევს მის ცხოვრებისეულ შეხედულებებს, ბიზნესსა და სწრაფვას ბედნიერებისკენ.გთავაზობთ ოცდახუთ დასამახსოვრებელ ფრაზას ოპრა უინფრისგან“შესაძლებელია, რომ მიიღო ყველაფერი, რაც გინდა, უბრალოდ, არა ერთბაშად.” “მინდა მადლობა გადავუხადო ადამიანებს, ვინც ტკივილი მომაყენა და დიდი ჭრილობები მარგუნა. ისინი ჩემი დიდი მასწავლებლები არიან.” “ამბობენ, წონაში დაკლება საუკეთესო რევანშიაო. წარმატება კიდევ უკეთესია.” “მივედი დასკვნამდე, რომ ყოველ ჩვენგანს გვაქვს საკუთარი მოწოდება, რომელიც თითის ანაბეჭდივით უნიკალურია, ხოლო საუკეთესო გზა წარმატებისთვის, არის, გამოიკვლიო, რა გიყვარს და შემდეგ, მოძებნო გზა ამის სხვებისთვის გასაზიარებლად. ასევე, მთავარია, მისცე სამყაროს საშუალება, გაგიძღვეს წინ.” “ცხოვრებაში ძალიან რტულია გაიგო, რომელი ხიდები დაწვა და რომელზე გაიარო.” “ჩემთვის გაცილებით მარტივია რთული, მილიონდოლარიანი გადაწყვეტილებების მიღება, ვიდრე წინკარისთვის ნოხის არჩევა.” “შენს მოწოდებას ვერავინ გეტყვის. ეს შენ უნდა იგრძნო. ეს მოგცემს ძალას.” “ადრე მეშინოდა, რომ ჩემზე იტყოდნენ “თავი ვინ ჰგონია?” ახლა კი მაქვს გამბედაობა, ვთქვა, რომ “აი, ეს ვარ.” “სკეპტიკოსები არასოდეს არიან კმაყოფილები. მიუხედავად იმისა, იმალებით თუ ბრწყინავთ, მათ ყოველთვის ექნებათ საფრთხის განცდა, რადგან არ სჯერათ თვითკმარობის.” “სადაც არ უნდა იყოთ, თქვენს თავგადასავალში, ვიმედოვნებ, დაბრკოლებებს გადალახავთ. დიდი საჩუქარია, შეგეძლოს მათი გადალახვა, იცოდე, რომ წინ დაბრკოლებები გელის და თან გქონდეს განწყობა, რომ მაინც ახვალ ცხოვრების მთაზე.” “არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ხარ ან საიდან ხარ წარმოშობით. გამარჯვება ყოველთვის შენით იწყება.”

კომენტარები

კომენტარის დასაწერად შეუერთდით საიტს >>რეგ.
03
🐵🙈🙉🙊🐒👍არ არის კომენტარი


1353 ნახვა

goglika19

21

გამოწერა

ricky1206

19

გამოწერა

mar123

19

გამოწერა

LaDispute

24

გამოწერა

sf-x

18

გამოწერა

Franco

19

გამოწერა

GiOoo

19

გამოწერა

კინო სიახლე

+13
°
C
H: +13°
L: +
Tbilisi
Thursday, 21 February
See 7-Day Forecast
Fri Sat Sun Mon Tue Wed
+ + +10° + + +
-3° -4° -5° -7° -8° -6°
Tweets by PUBG